17 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
"თბილისი 2015" - 9 სპორტული კომპლექსი უკვე მზადაა

მიხეილს მესხის სტადიონი ახალგაზრდული ოლიმპიადის ეპიცენტრია.

გახსნის ცერემონიალის დეტალებს ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 26 ივლისს, 8 საათსა და 15 წუთზე ახალგაზრდული ოლიმპიადა თბილისში ათლეტთა მარშით გაიხსნება. 2 საათის განმავლობაში სხვადსხვა ფორმით სტუმრები საქართველოს კულტურას და ტრადიციებსაც გაეცნობიან.

სპორტსმენები ერთმანეთს 9 სახეობაში შეეჯიბრებიან. სპორტული შეჯიბრების ჩასატარებლად თბილისში 9 სპორტული კომპლექსი უკვე მზადაა.

ყველაზე მასშტაბური სპორტული კომპლექსი დიღომში აშენებული ”ახალი თბილისია”.  აქ მონაწილეები ერთმანეთს 4 სახეობაში შეეჯიბრებიან.

ერთი კვირის განმავლობაში სტუმრები და მონაწილეები ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებენ, სადაც უსაფრთხოების განსაკურებული ზომები აქვთ მიღებული. ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ სპეციალური საშვით არის შესაძლებელი.

„თბილისი 2015”-ისთვის ევროპის 50 ქვეყნიდან 3 ათას 800 სპორტსმენი ჩამოვა.

დღის ამბები