17 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
მათე ვაწაძე დანიის სუპერლიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელი მათე ვაწაძე დანიის სუპერლიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

დანიურ ინტერნეტ პორტალ superliga update-ს მიერ გულშემატკივრთა შორის ჩატარებულ გამოკითხვაში 27 წლის ქართველმა გაიმარჯვა.

ვაწაძემ ქომაგთა ხმების 50 პროცენტი მიიღო და 7 პროცენტით აჯობა მეორეადგილოსან რასმუს ფელკს. მესამე ადგილზე პიონე სისტო გავიდა.

ვაწაძემ დანიის სუპერლიგის პირველ ტურში დანიური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს "ბრონდბიუს" ორი გოლი გაუტანა და თავის გუნდს 2:1 გაამარჯვებინა.

დღის ამბები