მანჩესტერ "სიტის" მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი იკერ კასილასის პორტუში გადასვლას გამოეხმაურა.
ჩილელი სპეციალისტის თქმით, „რეალს“ იკერის სახით ლიდერი დააკლდება.
„სამეფო კლუბს იკერ კასილასი დააკლდა. ეს გახლავთ ლეგენდარული მოთამაშე, რომელმაც ეპოქა შექმნა, მაგრამ ბოლო დროს მოწოდების სიმაღლეზე არ იდგა.“
პელეგრინი მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად 2009-10 წლების სეზონში მუშაობდა.