არაბულმა კლუბმა „შალკეს“ ჯეფერსონ ფარფანისთვის 7.66 მილიონი ევრო გადაუხადა. პერუელმა თავდასხმელმა „ალ ჯაზირასთან“ 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული ემირატების კლუბმა ტვიტერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა.
30 წლის ფარფანმა თითქმის მთელი გასული სეზონი ტრავმების გამო გამოტოვა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქმედი ხელშეკრულება „შალკესთან“ მხოლოდ მომავალ წელს იწურებოდა, ფარფანმა მისი სხვა გუნდში გაყიდვა თავად მოითხოვა.
ფარფანმა ბუნდესლიგაში 7 სეზონი გაატარა.