ჰოლანდიის ქალაქ შევენინგენში მიმდინარე ჩელენჯერის ერთეულთა თანრიგში, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში გავიდა.
ბასილაშვილმა სლოვაკი მეტოქე, ანდრეი მარტინი 6:1 1:6 6:3 დაამარცხა.
ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე ჰოლანდიელ დე ბეკერსა და ესპანელ მუნიოს დე ლა ნავას შორის გამარჯვებული იქნება.