თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი, გიორგი პაპუნაშვილი, ბრემენის „ვერდერში“ გადადის.
19 წლის ფეხბურთელი გუშინ თანაგუნდელებმა გერმანიაში გააცილეს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, პაპუნაშვილი ბრემენულ კლუბთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს, ოფიციალურად ტრანსფერი რამდენიმე დღეში დადასტურდება.
ფეხბურთელი საკუთარ სოციალურ გვერდზე "ვერდერის" სტადიონზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ბრემენის "ვერდერმა" ბუნდესლიგის შარშანდელ გათამაშებაში მე-10 ადგილი დაიკავა.