ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გამართული მოსამზადებელი ხასიათის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში მადრიდის „რეალმა“ „სიტი“ 4:1 დაამარცხა და საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა.
"ბლანკოსმა" უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. ანგარიში კარიმ ბენზემა გახსნა. ოთხ წუთში ტონი კროოსის პასით კრისტიანო რონალდომ ესპანელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ტაიმის დარჩენილ დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს: ჯერ პეპემ გაიტანა, მოგვიანებით კი იაია ტურემ პენალტიდან შეძლო გოლის გატანა - 3:1.მატჩის საბოლოო ანგარიში 73-ე წუთზე ჩერიშევმა დააფიქსირა - 4:1.
შეხვედრას 100 000 - მდე გულშემატკიმარი დაესწრო.