„მანჩესტერ უნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის, ლუის ვან გაალის განცხადებით, კლუბის მეკარე დავიდ დე ხეა კარიერას „უნაიტედში“ გააგრძელებს.
"ვფიქრობ დავიდის წასვლის არანაირი აუცილებლობა არ არის. იგი მანჩესტერ "იუნაიტედში" ყველანაირ პირობას მიიღებს. დე ხეა ჩვენთან დარჩება. ჩვენმა კიპერმა კარგად იცის, რომ იგი "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებს ძალიან უყვართ და ამას გრძნობს ყოველი მატჩის დროს."-განაცხადა ჰოლანდიელმა.
დე ხეას შეძენით მადრიდის „რეალი“ არის დაინტერესებული.