კატალონიის „ბარსელონას“ ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი, მომავალ სეზონშიც „ტრიპლეტის“ მოგებას გეგმავს.
„ბარსელონა“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, ამიტომაც ჩვენი ვალდებულებაა გავიმარჯვოთ ყველა იმ ტურნირში სადაც ვთამაშობთ. წინა სეზონში სამი თასის აღმართვა შესანიშნავი გრძნობა იყო. მნიშვნელოვანია, წელსაც ისეთივე მონდომებით გავიდეთ მოედანზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ კვლავ შევძლებთ „ტრიპლეტის“ მოგებას.“ - განაცხადა ლუის სუარესმა.