17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
პუტინი ბლატერის დაჯილდოვებას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ იოზეფ ბლატერი ღირსია ნობელის პრემიით დაჯილდოვდეს.

„ბლატერის მსგავსი ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს, ან ოლიმპიურ კომიტეტებს იმსახურებენ განსაკუთრებულ აღიარებას. თუ ვინმე არსებობს ვინც ნობელის პრემიას იმსახურებს, სწორედ ეს ადამიანები არიან“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ფიფა-ს მაღალჩინოსნების დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ბლატერის უდანაშაულობაში. მანამდე ბლატერმა რუსეთს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესო იქნება. 

დღის ამბები