17 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
მძლეოსნობის არენაზე ოლიმპიური ფესტივალის პირველი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს

ახალ თბილისში მდებარე მძლეოსნობის არენაზე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს. ასპარეზობაში პირველად ბარიერებით სირბილსა და სიმაღლეზე ხტომაში ჩაერთვნენ.

საქართველოს მძლეოსნობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საუკეთესო შედეგების მოლოდინშია.

„ორი ბავშვი გავიდა ფინალში უკვე და ველოდებით, რომ 10 ფინალისტი მაინც გვეყოლება შეჯიბრებაზე და ველოდებით მედლებსაც,“ - განმარტა დავით ინაშვილმა.

ტანვარჯიშში შეჯიბრება დაიწყო ასევე ახალ თბილისში. ქართველი სპორტსმენები 24 საუკეთესოს შორის მოხვედრის შანსებს იტოვებენ. 

დღის ამბები