„ნიუ იორკ ნიქსის“ პრეზიდენტმა ფილ ჯეკსონმა ჟურნალისტებს კობი ბრაიანტთან ურთიერთობის შესახებ მოუყვა.
„ხშირად ვგრძნობდი, რომ კობის ვძულდი. ხშირად გვქონდა დაძაბული ურთიერთობა. მას მეტი თავისუფლება სურდა, მე კი ბრაიანტისგან დისციპლინას ვითახოვდი“, - აცხადებს ფილ ჯექსონი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში „ლეიკერსის“ მთავარი მწვრთნელი იყო.
ჯექსონის თქით, მოგვიანებით მათ შეძლეს სადავო საკითხების მოგვარება და კიდევ ორი ტიტულის მოგებაც მოახერხეს. „ნებისმიერ შემთხვევაში კობის ყოფელთვის შესანიშნავ მოთამაშედ და კარგად ადამიანად მივიჩნევდი“, - აღნიშნა ფილ ჯექსონმა.