17 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ფედერერმა 13.5 მილიონი დოლარი მოაგროვა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა მონაწილეობა საქველმოქმედო პროგრამაში მიიღო. პროექტის ფარგლებში მალავიში ბავშვების დასახმარებლად 13.5 მილიონი დოლარის მოგროვება მოხერხდა. თანხა 81 სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობას მოხმარდება.

2015 წლის განმავლობაში ფედერერის საქველმოქმედო ფონდი 7 ქვეყანაში 215 ათასზე მეტ ბავშვს დაეხმარა.

შვეიცარიელი ჩოგბურთელი ფონდმა ღარიბი ოჯახების ბავშვებისთვის უკვე ჩაატარა რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტი ბოტსვანაში, მალავიში, ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკაში, ზამბიაში და შვეიცარიაში. 

დღის ამბები