17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
დრაგიჩი ნაკრებში არ ითამაშებს

„მაიამის“ კალათბურთელი გორან დრაგიჩი არ მიიღებს მონაწილეობას ერთ თვეში გასამართ ევროპის ჩემპიონატში.

გადაწყვეტილება სლოვენიელმა მოთამაშემ „ჰიტის“ ხელმძღვანელ პეტ რაილისთან ერთად მიიღო. კალათბურთელის თქმით, კლუბთან სრულფასოვანი მზადება შესაძლებლობას მისცემს ახალ სეზონს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს და მოგვიანებით დახმაროს თავის ნაკრებს მოხვდეს რიოში გასამართ ოლიმპიადაზე.

დრაგიჩმა „მაიამისთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაშიც კალათბურთელი ხელფასის სახით 85 მილიონ დოლარს მიიღებს. 

დღის ამბები