17 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
კავანი დისკვალიფიცირებულია

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, ედისონ კავანის ორი სანაკრებო მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ორი მატჩით თავდასხმელის დისკვალიფიკაცია „კოპა ამერიკას“ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო გადაწყდა, როდესაც კავანიმ ჩილელ გონსალო ხარას ხელი კრა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო.

თავის მხრივ სამი მატჩით არის დისკვალიფიცირებული გონსალო ხარაც, რომელიც კავანის პროვოცირებას მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა, ბოლოს კი ურუგვაელის საჯდომს შეეხო.

ედისონ კავანი მონაწილეობას ურუგვაის ეროვნული გუნდის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ 2 მატჩს, ბოლივიის და კოლუმბიის წინააღმდეგ გამოტოვებს. 

დღის ამბები