საქართველოს ქალთა მშვილდოსნობის ნაკრების წევრებმა კოპენჰაგენში რიო დეჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიები მოიპოვეს.
მშივლდოსნები ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე და ქრისტინე ესებუა კოპენჰაგენში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ და აგრძელებენ ბრძოლას მედლებისთვის.
კოპენჰაგენში 26 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით მშვილდოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს გუნდს თამაზ ფუტკარაძე და დავით ლეკვეიშვილი წვრთნიან.