სპორტის სასახლეში საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას ვაჟ კალათბურთელთა შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები ბოსნია ჰერცოგოვინას ნაკრებმა 81:74 დაამარცხა საქართველოს ნაკრები.
ბოსნია ჰერცოგოვინას ნაკრები ტურინის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა კალათბურთელებმა მატჩი მეტოქეს თანაბარ ბრძოლაში ჩაატარეს.
როგორც ვეტერანი კალათბურთელები აცხადებენ, ამ ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს და რამდენიმე ძლიერი კალათბურთელი უკვე გამოიკვეთა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალგაზრდული ჩემპიონატია, სპორტის სასახლეში მრავალრიცხოვანი მაყურებელია საგულშემატკივროდ მისული.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება შეხვედრა, გადამწყვეტი იქნება საქართველოს და ლატვიის ნაკრებების შეხვედრა. ლატვიასთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი კალათბურთელები ნახევარფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში თურქეთი 89:50 დაამარცხა და მეორე წარმატების შემთხევაში ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს.