არტურო ვიდალმა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება გაიარა, მიუნჰენის „ბაიერნთან“ 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
“ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. „ბაიერნში“ გადასვლით ჩემი ოცნება ახდა. იმედი მაქვს გუნდთან ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ”, - ციტირებს ვიდალს „ბაიერნის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
ჩელელ ფეხბურთელში ბავარიულმა კლუბმა „იუვენტუსს“ დაახლოებით 35 მილიონი ევრო გადაუხადა.
„ბაიერნის“ გულშემატკივრები ვიდალს პირველად შაბათს, „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ გასამართ გერმანიის სუპერ თასის მატჩის დრო იხილავენ. შესაძლოა შაბათსვე შედგეს მისი „ბაიერნში“ დებიუტი.
მანამდე გუნდი რამდენიმე დახურულ ვარჯიშს გამართავს.
ფოტოებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.