ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა ზურაბ კახნიაშვილმა მოუტანა.
ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლაში მან რუმინელი სპორტსმენი დაამარცხა.
რამდენიმე წუთში კი ბრინჯაოს მეორე მედალი ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ მოიპოვა. მან თურქი მეტოქე დაამარცხა.
თემურ ნოზაძე მეტოქესთან ვაზარით მარცხდებოდა, თუმცა მან უკანასკნელ 9 წამში მეტოქე იპონით დაამარცხა და ბრიჯაოს მედალი მოიპოვა.