Daily Star-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ უნაიტედის“ მეკარე, დავიდ დე ხეა „რეალში“ გადავა.
„ბლანკოსმა“ ოფიციალური წინადადებით მიმართა ინგლისელებს. მეკარის სატრანფერო ღირებულება დაახლოებით 50 მლნ. ევრო იქნება.
მადრიდელების წინადადება მისაღები უნდა იყოს „უნაიტედისთვისაც“, რადგან ესპანელს კლუბთან 1 წლიანი კონტრაქტი აქვს დარჩენილი, რომლის გახანგრძლივებასაც დე ხეა არ აპირებს და მომდევნო ზაფხულს, ფეხბურთელს შეეძლება თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს გუნდი.