დღევანდელი დღე წარმატებული გამოდგა ქართველი ჩოგბურთელებისათვის. რამდენიმე წუთის წინ დღის ბოლო შეხვედრა დასრულდა, სადაც ანა შანიძემ სამსეტიან ბრძოლაში ბერძენი ჩოგბურთელი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
პირველი სეტის წაგების შემდეგ შანიძემ ზედიზედ ორი სეტის მოგება მოახერხა.
მომდევნო ეტაპზე, შანიძის გარდა, ანა მაქაცარია, ნიკოლოზ დავლიანიძე და დათო ჭელიძე გავიდნენ.
ხვალ ქართველი ჩოგბურთელები კორტზე დილის 10 საათიდან გავლენ.