17 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
„ჩელსიმ“ „ბარსელონას“ მოუგო

შეერთებულ შტატებში მიმდინარე „საერთაშორისო ჩემპიონთა თასის“ გათამაშების მატჩში „ჩელსიმ“ პენალტების სერიაში „ბარსელონა“ დაამარცხა.

მე-10 წუთზე ლონდონელები ედენ აზარმა დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ანგარიშის გათანაბრება ლუის სუარესმა შეძლო.

მატჩის დასრულებამდე გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. თავდაპირველად სანდრო რამირესმა კატალონიელები დააწინაურა. შეხვედრის 86-ე წუთზე გარი კეჰილმა წონასწორობა აღადგინა.

პენალტების სერიაში „ჩელსის“ ფეხბურთელებმა ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულეს. ალენ ჰალილოვიჩმა და ხერარდ პიკემ კი ტიბო კურტუასთვის გოლის გატანა ვერ შეძლეს და „ბარსელონა“ პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა.

 

დღის ამბები