17 ნოემბერი 2024,   15:02
ვრცლად
მაურინიომ ბენიტესის ცოლს უპასუხა

 „ამ ქალბატონმა თავისი ქმრის დიეტას რომ მიხედოს, დარწმუნებული ვარ ჩემზე სასაუბროთ გაცილებით ნაკლები დრო დარჩება“, - ამბობს ჟოზე მაურინიო.

ეს განცხადება პორტუგალიელმა სპეციალისტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც  „რეალის“ მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის მეუღლემ მონსერატ სეატამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის ქმარს მუდამ მაურინიოს მიერ დატოვებული არეულობის გამოსწორება უწევს.

„ბენიტესის მეუღლე ცდება. „ჩელსიში“ მისმა ქმარმა დი მატეო შეცვალა, „რეალში“ კი კარლო ანჩელოტი. ერთადერთი კლუბი, რომელშიც ბენიტესს ჩემს შემდეგ მოუწია მუშაობა - „ინტერია“. მილანში მან ევროპის საუკეთესო გუნდის წელიწადნახევარში განადგურება მოახერხა“, - განაცხადა მაურინიომ. 

დღის ამბები