17 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
ენრიკე გუნდის პირველ ნომერზე ვერ ჩამოყალიბდა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ ჯერ არ იცის ვინ იქნება გუნდის ძირითადი მეკარე მომავალ სეზონში. პირველი ნომრის სტატუსისთვის კატალონიურ კლუბში მარკ-ანდრე ტერ სტეგენი და კლაუდიო ბრავო იბრძვიან.

„ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა ყავდეს ორი ასეთი მაღალი დონის მეკარე. ვფიქრობ, აჩქარება არ ღირს. გადაწყვეტილების მიღებამდე ორივეს ყურადღებით დავაკვირდები“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსას“ კარს კლაუდიო ბრავო იცავდა, ტერ სტეგენი კი ჩემპიონთა ლიგის და ქვეყნის თასის თამაშებში მონაწილეობდა.

 

 

დღის ამბები