17 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
ჯეიმსმა ფანების კითხვებს უპასუხა

შევებულებაში მყოფმა ლებრონ ჯეიმსმა თავისი გულშემატკივრებისთვის დრო გამონახა და სოციალური ქსელების საშუალებით მათ კითხვებს უპასუხა.

„კლივლენდის“ კალათბურთელმა ფანებს უამბო მის ურთიერთობებზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სხვა ვარსკვლავებთან.

„ნბა-ში ჩემი სამი საუკეთესო მეგობარი დუეინ უეიდი, კარმელო ენტონი და კრის პოლი არიან. ჩვენ წლების წინ დავმეგობრდით და სიამოვნებით ვატარებთ დროს ერთად“, - წერს ჯეიმსი ტვიტერში.

ლებრონ ჯეიმსმა ასევე აღნიშნა, რომ მას ძალიან მოსწონდა თამაში რეი ალენთან და კრის ბოშთან ერთად, ახლა კი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს მოედანზე კირი ირვინგთან და კევინ ლავთან გასვლა.

 

დღის ამბები