„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია სტეფან იოვეტიჩის დამატებით და მიაჩნია, რომ ჩერნოგორიელს შეუძლია გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდეს.
„მიხარია, რომ სტეფენი დავიმატეთ. ჩვენ შემტევი ფეხბურთელების დეფიციტი გვაქვს. იოვეტიჩი ჩვენს თავდასხმას უფრო მრავალფეროვანს გახდის. მას შეუძლია „ინტერის“ დახმარება“, - აცხადებს რობერტო მანჩინი.
იოვეტინიჩი „ინტერში“ იჯარის წესით გადავიდა. კონტრაქტში გათვალისწინებულია პუნქტი, რომ მილანელებს მოთამაშის გამოსყიდვა ერთ წელიწადში 12 მილიონ ევროდ შეეძლებათ.