17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
რუმენიგემ გულშემატკივრები დაამშვიდა

„ბაიერნის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტომას მიულერი არ იყიდება. კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ გერმანიის ნაკრების ფორვარდი კარიერას მიუნჰენში დაასრულებს.

„ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ტომასი არასოდეს დატოვებს „ბაიერნს“, ხოლო როდესაც კარიერას დაასრულებს, მას აუცილებლად ვუპოვნით შესაფერის თანამდებობას კლუბში“, - აცხადებს რუმენიგე.

ბოლო პერიოდში ევროპულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერი“ მიულერის სანაცვლოდ „ბაიერნს“ 100 მილიონ ევროს სთავაზობს. 

დღის ამბები