17 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
მარადონა ფიფა-ს პრეზიდენტობას აპირებს

დიეგო მარადონამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მონაწილეობას აპირებს ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნებში.

„მინდა ფეხბურთის განვითარებაშე რეალური ცვლილებები შევიტანო. საკმარისია! გვინდა ფეხბურთი კორუფციისა და ქურდობის გარეშე “, - განაცხადა მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონმა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მოქმედმა ხელმძღვანელმა, იოზეფ ბლატერმა გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ფიფა-ს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი კორუფციისა და თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს.

ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნები, ორგანიზაციის საგანგებო კონგრესის დროს, 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები