ემანუელ ადებაიორი უახლოეს მომავალში ბირმინგემში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ასტონ ვილაში“ გადავა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული პრესა ავრცელებს.
თავდასხმელი შენიშნეს „ვილას“ ბაზაზე, როდესაც გუნდი ამხანაგურ მატჩში „ვულვერჰემპტონს“ ხვდებოდა.
მართალია, ადებაიორმა პრემიერ ლიგაში გასულ სეზონში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ბირმინგემში მას „ლივერპულში“ გადასული კრისტიან ბენტეკეს ღირსეულად შემცვლელად მიიჩმევენ.
აღსანიშნავია, რომ „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი ტიმ შერვუდია, რომელთან ერთადაც ადებაიორი წარმატებით მუშაობდა „ტოტენჰემში“.