17 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
ლიოვი: „ბალოტელის სიამოვნებით ვავარჯიშებდი“

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაზეთ „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა.

იოახიმ ლიოვის გნაცხადებით, იტალიელ თავდასხმელთან სიამოვნებით იმუშავებდა.

„მაქვს ნანახი მისი თამაში სიერია ა-ში და ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ წინააღმდეგ. ეს იყო გენიალური. თუ ბალოტელიმ თავისი პოტენციალის 100 პროცენტით რეალიზება მოახერხა, მას ვერავინ შეაჩერებს. თუმცა, ის ამისთვის ძალიან ცოტას აკეთებს“, - აღნიშნა მსოფლიო ჩემპიონმა.

ლიოვმა ასევე დაასახელა ის ორი ფეხბურთელი, რომელთა თამაშითაც ბოლო წლებში აღფრთოვანებული იყო. გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ანდრეა პირლოს და ხავის გამორჩეულ ფეხბურთელებად თვლის და ბალოტელის მსგავსად, მათთანაც სიამოვნებით იმუშავებდა. 

დღის ამბები