მიშელ პლატინიმ დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
უეფა-ს მოქმედმა პრეზიდენტმა 209 ქვეყნის ეროვნულ საფეხბურთო ფედერაციებს წერილი მისწერა, სადაც თავისი გადაწყვეტილება ახსნა.
„გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც კარგად დავფიქრდი ფეხბურთის და ჩემს პირად მომავალზე. ასევე გავითვალისწინე თქვენი მხარდაჭერა, რომელიც ბევრმა თქვენგანმა ჩემ მიმართ გამოხატა“, - წერს პლატინი.
მიშელ პლატინიმ ასევე პირობა დადო, რომ დაუღალავად იმუშავებს ფეხბურთის განვითარებისთვის.
იმ შემთხევავაში თუ პლატინი არჩევნებს მოიგებს, უეფა-ს პრეზიდენტის ვაკანტური თანამდებობის დაკავების ყველაზე რეალურ კანდიდატად გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელი ვოლფგანგ ნირსბახი ითვლება.