გუშინ გერმანიის ქალაქ დორტმუნდში სტარტი აიღო რურის თასი 2015 გათამაშებამ.
დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდი დორტმუნდის ბორუსიას და ბარსელონას დაუპირისპირდა.
პირველი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, ხოლო მეორე შევედრა თბილისელება ბარსელონას წინააღმდეგ ჩაატარეს და მეტოქე 1:0 დაამარცხეს.გამარჯვების გოლი გიორგი ზარიამ გაიტანა.
დღეს თამაზ სამხარაძის მიერ მომზადებული გუნდი პორტუ ალეგრის ინტერნასიონალს დაუპირისპირდა და შეხვედრა 0:2 წააგო.
ამ წუთებში დინამოელები გერმანიის საფეხბურთო კლუბ ბოხუმს ეთამაშებიან.
წყარო: FCdinamo.ge