გერმანიაში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე, რაფაელ ნადალმა ირჟი ვესელის მოუგო (6:4, 7:6) და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ესპანელი ჩოგბურთელი დღეს პაბლო კუევასს შეხვდება, რომელმაც იანოვიცი დაძაბულ ბრძოლაში - 6:3, 4:6, 6:2 დაამარცხა.
თავიანთი მატჩები მოიგეს ანდრეას სეპიმ და სიმონე ბოლელიმაც. მეოთხედფინალში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. სეპიმ ფლორიან მაიერს მოუგო 4:6, 6:2, 6:3, ბოლელიმ კი ანტონი მუნარს 6:1, 6:7, 6:4.
მეოთხედფინალისტთა კიდევ ორი წყვილი შემდეგნაირად გადანაწილდა: ლუკას პულიე - ბენუა პაირე, ფაბიო ფოჯინი - ალჯას ბედენე.