ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ალბანურ კლუბ კუკესის და ვარშავის ლიგიას შორის შეწყდა.
მას შემდეგ, რაც ანგარიში პოლონური კლუბის სასარგებლოდ 2:1 გახდა, ლეგიას ფეხბურთელ ანჟეი დუდას ალბანელი გულშემატკივრის მიერ ნასროლი ქვა თავში მოხვდა. 20 წლის ნახევარმცველი გაზონზე დაეცა. დახმარება მას მოედანზევე აღმოუჩინეს.
ინციდენტის შემდეგ სტადიონზე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რის გამოც შეხვედრის გაგრძელება ვერ მოხერხდა.