მიუნხენის ბაიერნის ყოფილ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ პეპ გვარდიოლა მოქმედ ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.
ესპანელი მწვრთნელის კონტრაქტი 2016 წელს იწურება.
შტეფან ეფენბერგის აზრით, ბაიერნისთვის იურგენ კლოპი იდეალური მთავარი მწვრთნელი იქნება.
„ვფიქრობ, დანიშვნის შემთხვევაში იურგენ კლოპი ბაიერნში წარმატებით მუშაობას შეძლებს. თანაც, დარწმუნებული ვარ, რომ გვარდიოლა კლუბში კიდევ მხოლოდ ერთი წელი დარჩება. მას ჯერ კიდევ ვერ პატიობენ ვოლფსბურგთან 1:4 წაგებას,“ - განაცხადა ეფენბერგმა.