მანუ ჯინობილის მიაჩნია, რომ არგენტინელები მესის უსამართლოდ ექცევიან. სან ანტონიოს კალათბურთელმა ბარსელონას ფორვარდი რადიო მეტროსთვის მიცემულ ინტერვიუში დაიცვა.
„მესი ნამდვილი მონსტრია. ის ჩამოდის ნაკრებში და ბრწყინვალედ თამაშობს. მან გაიყვანა არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის და კოპა ამერიკას ფინალებში. მის მიმართ კრიტიკა სიგიჟეა. ცუდია, რომ მას არ ვაფასებთ და არ ვექცევით ისე, როგორც ლიონელი ამას იმსახურებს“, - განაცხადა ჯინობილიმ.
ლიონელ მესი კრიტიკის ობიექტად მას შემდეგ იქცა, რაც არგენტინა კოპა ამერიკას ფინალში დამარცხდა.