ქართველი ძიუდოისტებისთვის ახალგაზრდული ოლიმპიადის მეხუთე დღე წარუმატებელი გამოდგა.
ნათია მიქაბერიძემ (63 კგ) ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და აზერბაიჯანელი ნარგიზ ჰაჯიევა დაამარცხა. მეოთხედფინალში მიქაბერიძე, ჰოლანდიელ სანე ვერმერთან დამარცხდა.
გოგა ქევხიშვილი (81 კგ) მერვედფინალში დამარცხდა პოლონელ მიხაილ იაცკიევიჩთან.
ფინალური შეხვედრები 16:00 საათზე დაიწყება.