პეკინი გახდება ისტორიაში პირველი ქალაქი, რომელშიც ჩატარდა როგორც ზაფხულის ასევე ზამთრის ოლიმპიური თამაშები.
ჩინეთის დედაქალაქი 2022 წელს რიგით 24-ე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპიძლებს. გადაწყვეტილება დღეს სერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს თამაშები ზედიზედ მეორედ გაიმართება აზიაში. 2018 წელს ზამთრის ოლიმპიადას პხენიანი უმასპინძლებს.