იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსი უახლოეს მომავალში ოფიციალური წინდადებით მიმართავს ბაიერნს მეჰდი ბენათიას შეძენის თაობაზე.
გერმანელები ფეხბურთელში მინიმუმ 25 მილიონ ევროს ითხოვს.
ბენათია ბაიერნში რომადან გადავიდა. მისმა თამაშმა გულშემატკივრებზე არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა. მაროკოელ მცველს აკრიტიკებდა მიუნჰენელთა საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერიც.