L’Equipe- სინფორმაციით, ანხელ დი მარია კარიერას პარი სენ ჟერმენში გააგრძელებს.
ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე დღეში დადასტურდება და ფეხბურთელის ღირებულება 65 მილიონი ევრო იქნება.
ფეხბურთელი ფრანგულ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 11 მილიონ ევროს მიიღებს.
დი მარია მანჩესტერ იუნაიტედს აშშ-ში შეკრებაზე არ გაჰყვა, წითელი ეშმაკების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ არ იცოდა სად იმყოფებოდა არგენტინელი ფეხბურთელი.
დი მარია უნაიტედში გასალ სეზონში მადრიდის რეალიდან გადავიდა.