პიერ ემერიკ ობამეინაგმა მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც 2018 წლამდე იყო გათვალისწინებული, 2 წლით გაახანგრძლივა.
„არასოდეს მინდოდა ამ კლუბის დატოვება. დორტმუნდში ბედნიერი ვარ და მიხარია რომ ამ დიდებული გუნდის ნაწილი ვარ“, - განაცხადა გაბონელმა ფეხბურთელმა.
ობამეიანგი ბორუსიაში 2013 წელს ფრანგული სენტ ეტიენდან გადავიდა. დორტმუნდელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 95 მატჩში მან 41 გოლი გაიტანა.