ზინედინ ზიდანმა, საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები, სარაგბო კლუბ ტულონს დაუპირისპირდნენ, რომლის ღირსებასაც მამუკა გორგოძე, კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა იცავენ.
სპორტსმენებმა შეხვედრის პირველი ნახევარი რაგბის თამაშს დაუთმეს, ხოლო მეორე ტაიმი - ფეხბურთს.
მატჩის მიმდინარეობის დროს, ზიდანმა ეფექტური მოძრაობით რამდენიმე მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და ლელო დადო.