ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მეხუთე საშეჯიბრო დღე დასრულდა.
ამჯერად საქართველოს დელეგაცია მედლის გარეშე დარჩა, მიზანთან ყველაზე ახლოს ბადროს მტყორცნელი ბადრი ქიმაძე იყო, რომელმაც ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
მეხუთე - მეექვსე ადგილისთვის მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები იტალიასთან 58:66 დამარცხდა და ხვალ უკვე მეშვიდე - მერვე ადგილებისთვის ითამაშებს.
ექვს დისციპლინაში გათამაშდა მედლები ტანვარჯიშში. საპრიზო ადგილები ძირითადად რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და უნგრეთის წარმომადგენლებმა დაიკავეს.
ხვალ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩემპიონები კალათბურთში, ხელბურთსა და ფრენბურთში გამოვლინდებიან.
ქართული დელეგაციის ყურადღება კი ისევ ძიუდოს აკადემიის დარბაზისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც ვაჟებს შორის 90 კგ და მძიმე წონით კატეგორიებში ონისე სანებლიძე და გელა ზაალიშვილი იჭიდავებენ.