50 ქვეყნის, 3500 სპორტსმენი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, რომელიც სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენდა.
ოლიმპიურ სოფელში უსაფრთხოებაზე საპატრულო პოლიცია და დაცვის სპეციალური სამსახური ზრუნავს, სპორტსმენის გადაადგილებას და მომსახურებას 1300 მოხალისე უზრუნველყოფს.
ფესტივალის დახურვა ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც სპეციალური სცენის მონტაჟი უკვე დასრულებულია.
თბილისი 2015-ის ოფიციალური დახურვის ცერემონია ხვალ საღამოს 21:00 საათზე დაიწყება.