მადრიდის რეალის პრეზიდენტმა კლუბის წარმომადგენლებს დაავალა,რომ ყველაფერი გააკეთონ პოლ პოგბას შესაძენად. ფლორენტინო პერესმა მოლაპარაკებებში ზინედინ ზიდანიც ჩართო.
პოგბას შეძენას აქტიურად ცდილობდა ბარსელონა. კატალონიურმა კლუბმა ტურინელებს ოფიციალური წინადადებითაც მიმართა. თუმცა, იუვენტუსის ხელმძღვანელობამ ფრანგი ფეხბურთელის 80 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარი თქვა.
ესპანური პრესის ვარაუდით, პერესი მზადაა პოგბაში ის თანხა გადაიხადოს, რომელსაც იუვენტუსი მოითხოვს.
წყარო: EL PAIS