დიეგო მარადონამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ FIFA–ს საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას .
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა და ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნარკოტიკებს თავი 12 წლის წინ დაანება თავი.
„ნარკოტიკების გამო საშინელ მდგომარეობაზე ვიღვიძებდი. თუმცა, მე არავინ მომიტყუებია და არც ბანკები დამიყაჩაღებია. ამ ყველაფერს ჩემი შვილების და შვილიშვილების გამო დავანებე თავი “, – განაცხადა მარადონამ.
წყარო: დიეგო მარადონას Facebook-ის ოფიციალური გვერდი.