პარმადან საპდორიაში გადასული ანტონიო კასანო მარიო ბალოტელის თავის თანაგუნდელობას სთავაზობს.
კასანომ ლივერპულის თავდასხმელს მოკლეტექსტური შეტყობინება მიწერა - „მარიო, გადმოდი სამპდორიაში. ამას არ ინანებ. ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებთ“.
თუმცა, ამ ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება. ბალოტელი წელიწადში 6 მილიონ ევროს ითხოვს. გენუელებს კი ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ.
წყარო: Gazzetta dello Sport.