რობერტო მანჩინიმ მატეო კოვაჩიჩის მადრიდის რეალში ტრანსფერი დაადასტურა.
"ჩვენ არ გვსურდა კოვაჩიჩის გაყიდვა, მაგრამ ინტერმა რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა და იძულებულები ვიყავით UEFA-ს ფეირფლეის წესებს დავმორჩილებოდით", განაცხადა ინტერის მთავარმა მწვრთნელმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელის ტრანსფერში ბლანკოსი 35 მილიონ ევროს გადაიხდის. 21 წლის ნახევარმცველი კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება.
წყარო: Goal.com