ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩებისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა თითქმის გაინაღდა ვალენსიამ და დონეცკის შახტარმა.
ესპანელებმა მონაკო სოლიდური სხვაობით დაამარცხეს, რითაც მთავარი მწვრთნელის ქება დაიმსახურეს.
„თამაში ძალიან რთული იყო. იყო მომენტები, როდესაც ძალიან გვიჭირდა. თუმცა, ხასიათი გამოვავლინეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ,“ – განაცხადა ნუნუ ეშპირიტუმ
შახტარმა კი სტუმრად რაპიდი მარლოსის მიერ 44–ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. ახლა ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად უკრაინაში დონეცკელებს ფრეც აწყობთ.
ჩემპიონტა ლიგის მეორე სათამაშო დღეს სულ 5 მატჩი გაიმართა:
ბაზელი - მაკაბითელავივი 2:2
გოლები: ზაჰავი, 30 (0:1); დელგადო, 39 (1:1 პენ); ემბოლო, 88 (2:1); ზაჰავი, 90 (2:2);
სელტიკი - მალმიო 3:2
გოლები: გრიფითსი, 3 (1:0); ბითონი, 10 (2:0); ბერგეტი, 52 (2:1); გრიფითსი, 62 (3:1); ბერგეტი, 90 (3:2)
რაპიდი - შახტარი 0:1
გოლი: მარლოსი, 44;
სკენდერბიუ - დინამოზაგრები 1:2
გოლები: შკემბი, 37 (1:0); სუდანი, 67 (1:1); პივარიჩი, 90 (1:2);
ვალენსია - მონაკო 3:1
გოლები: როდრიგო, 4 (1:0); პასალიჩი, 49 (1:1); პარეხო, 59 (2:1); ფეგული, 86 (3:1);
წყარო: UEFA.com