ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გასული სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეს უცნაურად ეჩვენება ის ფაქტი, რომ მისი გუნდი არ სახელდება ფავორიტებს შორის.
„სახალისოა, რომ გოლდენ სტეიტი ყველამ მიივიწყა. ჩვენი მეტოქეები გაძლიერდნენ და შარშანდელის გამეორება რთული იქნება. თუმცა, გასულ სეზონში ჩვენ ტიტულისთვის ბრძოლის გამოცდილება არ გვქონდა. ვფიქრობ, უორიორსს აქვს შანსი კიდევ ერთხელ მოიგოს NBA“, - განაცხადა კარიმ.
ამერიკულ მედიაში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოგების ყველაზე რეალურ პრეტენდენტებად კლიპერსი, კლივლენდი, ჰიუსტონი და სან ანტონიო სახელდება.
წყარო: CBS Sports